Author: ALFG

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ! 2023 წლის 21 ივნისს სასტუმროში „პულმანი“ (მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #37, თბილისი) გაიმართება საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის რიგით მე-9 საერთო კრება. რეგისტრაცია დაიწყება 10:30 სთ-ზე.   დღის წესრიგი: 10:30 - 11:00 - რეგისტრაცია 11:00 - 11:15 - წლიური ანგარიში - ქეთევან ქვარცხავა, ასოციაციის თავმჯდომარე 11:15 - 12:00 -

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს, რომ ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილის, ფუნქციის შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირება, სასამართლოსა და მოსამართლეებისადმი პროფესიული წრეების, საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა და კანონის უზენაესობის პრინციპის შეუქცევადად დამკვიდრება. საქართველოს სასამართლო სისტემაში

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გამოხატავს აღშფოთებას მისი წევრი კომპანია „ბიჯიაი“-ს (BGI) მიმართ 14 მარტს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო. აგრესორების ჯგუფმა კომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაუშინა ბეტონის ნატეხები, ყვავილის ქოთნები და ხის ფიცრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე განლაგებული სკამებიდან მოამტვრიეს.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 2023 წლის 27 თებერვალი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ შეისწავლა პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და თვლის, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი