საქმიანობა

24 ნოემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) და ევროკავშირის პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე ატარებს ინტენსიურ სასწავლო პროექტს ქართველი ჟურნალისტებისათვის. ორი კვირის განმავლობაში გაიმართება 6 სესია და ორ დღიანი გასვლითი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მემორანდუმი გააფორმა თავისუფალ უნივერსიტეტთან, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტებთან დადებული მომერანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას მხარეებს შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას და იურიდიული განათლების ხელშეწყობას.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა სასტუმრო Rooms Hotel Tbilis-ში. ასოციაციის წევრი ცნობილი ადვოკატები, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჟურნალისტებს ორკვირიან ტრენინგებს ჩაუტარებენ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებების შესახებ. ინფორმაციის მოპოვების

2014 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ „არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“ ბიზნეს-ლანჩი გამართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი. შეხვედრაში მონაწილეობა

2014 წლის 5 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ბიზნეს-ლანჩი გამართა თემაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების აქტუალური საკითხების მიმოხილვა”.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატებისთვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის პრეზენტაცია შედგა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედინმა დამსწრე ადვოკატებს გააცნო პროგრამის შესახებ ინფრომაცია და განაცხადა, რომ პროგრამა ეხება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებას. კერძოდ, პროგრამის მეშვებით სასამართლოში მხარეებს, საჩივრის ავტორს ან მის ადვოკატს