სიახლეები

2016 წლის, 17 მარტს, 13:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია. კონკურსის შედეგად გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სამი გამარჯვებული.  გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი

2016 წლის 15-16 თებერვალს, სასტუმრო „რუმსში“ „სიფა“-ს წევრი ადვოკატებისათვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „სამართლიანი სასამართლოს ევროპული სტანდარტები“. ტრენინგს უძღვებოდნენ: საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ბატონი ჯერემი მაკბრაითი, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ქალბატონი ნანა მჭედლიძე და

2016 წლის 22 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში  იუსტიციის სახლში გაიმართა  „სიფა“-ს მიერ შემუშავებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტის განხილვა. განხილვას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების სამუშაო ჯგუფის,

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან და საქართველოს საერთო სასამართლოების სიტემაში შექმნილ ვითარებათან დაკავშირებით  საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ბოლო თვეების განმავლობაში ყურადღებით აკვირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში განვითარებულ პროცესებს, მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და

2015 წლის, 16 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში” პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანია სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გასაძლიერებლად დაცვის მხარის საგამოძიებო უფლებამოსილების საკანონმდებლო რეგულირების ხარვეზების გამოკვლევა და

2015 წლის, 24 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე „კომპანიის დირექტორების და პარტნიორების გამჭოლი პასუხისმგებლობა“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ: ნინო ბაქაქური, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და გიორგი ბათლიძე, ადვოკატი, „სიფა“-ს წევრი იურიდიული კომპანია „BLC”-ის პარტნიორი. კონფერენციაზე განხილეს კომპანიის

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გმობს ნებისმიერი ძალადობის ფაქტს, განსაკუთრებით, თუკი ძალადობა ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და მითუფრო, როდესაც იგი მიმართულია ადვოკატის წინააღმდეგ. ასოციაცია ეხმიანება მედიაში 8 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციის თანამშრომლების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. ადვოკატის განცხადებით,

2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს "პრო ბონო ქსელის" პრეზენტაციასა და დაფუძნებაში. ქსელის საქმიანობის საექსპერტო და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი". ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: BMW Foundation და Taproot Foundation; მხარდამჭერები: MitOst

2015 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა  საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი კომპანიის ადვოკატების სამუშაო შეხვედრა კონკურენციის სამართლის დოქტორ, პროფესორ იურგენ კიუჰნენთან. პროფესორი იურგენ კიუჰნენი წარმოადგენს დიუსელდორფის  სამხარეო სასამართლოს კარტელის სენატის თავმჯდომარე მოსამართლეს. პროფესორი კიუჰნენის მიერ განხილულ იქნა კონკურენციის სამართლის აქტუალური საკითხები. კერძოდ,

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს წარდგინებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც იურიდიული ფირმების ასოციაციას მოსაზრებები ჰქონდა გაგზავნილი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციორად სცნო სამართლის საპროცესო კოდექსის 306 მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისაგან