იურიდიული ფირმა GLCC დაარსდა 2007 წელს და გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ და დინამიურ იურიდიულ მომსახურებას თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის.
GLCC გახლავთ ლიდერი მშენებლობის, დეველოპმენტისა და უძრავი ქონების ბიზნესში. ამჟამად ჩვენ ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესის 35%-ზე მეტს საქართველოში.
GLCC –ს იურისტები მონაწილეობენ ისეთ ძირითად ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებსა და კონტრაქტების მომზადებაში, როგორიც არის 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ოლიმპიური სოფლის ასაშენებლად, ბაზისბანკის – ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის – სამართლებრივი შეფასება და შესყიდვა, მრავალმილიონ დოლარიანი სესხის ხელშეკრულებები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (OPIC და EBRD), შერწყმა სამშენებლო ბიზნესში, ჯანდაცვასა და ტურიზმში, სხვადასხვა სახის ლიცენზიის მოპოვება საკომუნიკაციო სექტორში, ნებართვები ბუნებრივი რესურსებისათვის და სხვა.