ტრენინგი “მეწარმეთა შესახებ” კანონის პროექტთან დაკავშირებით
GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროეტზე. GIZ-ის ექსპერტების - გიორგი ჯუღელის, ნინო
ტრენინგი “ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებების პრობლემური საკითხები, საქართველოს მაგალითზე”
2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, მისივე წევრებისთვის, ორგანიზება გაუწია ონლაინ ტრენინგს, თემაზე: “ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებების პრობლემური საკითხები, საქართველოს მაგალითზე”. ტრენინგს უძღვებოდა სიფას წევრი, იუაი საქართველოს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე. ტრენინგზე, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით და
ტრენინგი “შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენება საგადასახადო ორგანოს საქმიანობაში”
2020 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირების ასოციაციის ორგანიზებით, სიფას წევრებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენება საგადასახადო ორგანოს საქმიანობაში”. ტრენინგი ეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. (საქმე #ბს-854-846 (კ-16)) ტრენინგზე სიღრმისეულად იყო განხილული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9
ტრენინგი თემაზე: “რა არის მედიაცია”?
2020 წლის 12-13 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის ორგანიზება გაეწია ონლაინ ტრენინგს თემაზე: “რა არის მედიაცია”? ტრენინგზე მონაწილეებისთვის მიწოდებული და განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: თუ რა ტიპის დავებზეა მიზანშეწონილი მედიაციის გამოყენება, როგორ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კლიენტებს მედიაციის შესახებ?
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული კურსი
7 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის გაიმართა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული კურსის მეოთხე, დასკვნითი ნაწილის სწავლება. მიუხედავად დაგეგმილი ცოცხალი ტრენინგისა, რომელიც სწავლებას უფრო ეფექტურსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგი გადატანილი იქნა ონლაინ რეჟიმში. პრაქტიკული
ონლაინ-სემინარი თემაზე: “ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის პრობლემატიკა სისხლის სამართალწარმოებაში”
2020 წლის 5 ნოემბერს, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით და ორგანიზებით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის ჩატარდა ონლაინ - სემინარი თემაზე: “ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის პრობლემატიკა სისხლის სამართალწარმოებაში”. სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ და თემის აქტუალობას ხაზი
ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში
გრძელდება ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში, რომელიც ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად არის შექმნილი. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს მიმდინარეობდა კურსის მესამე ნაწილის სწავლება, რომელსაც უძღვნებოდა GIZ ტრენერი - ნანა ამისულაშვილი. სასწავლო კურსი