მედია ტრენინგი სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე
24 ნოემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) და ევროკავშირის პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე ატარებს ინტენსიურ სასწავლო პროექტს ქართველი ჟურნალისტებისათვის. ორი კვირის განმავლობაში გაიმართება 6 სესია და ორ დღიანი გასვლითი შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიის ცნობილი ადვოკატები და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ. ჟურნალისტების საგანმანათლებლო პროგრამას
პრო ბონო მემორანდუმის გაფორმება
1 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ“ (სიფა) და სახელმწიფოს მიერ შექმნილი იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ზვიად კორძაძემ და მელიტონ ბენიძემ. მემორანდუმის თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, რომლებზეც სახელმწიფო უფასო საადვოკატო მომსახურებას არ ახორციელებს, გადახდისუუნარო პირებს, უფასოდ, სიფა-ს წევრი საადვოკატო კომპანიები მოემსახურებიან.
სიფამ რამდენიმე უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფრომა
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მემორანდუმი გააფორმა თავისუფალ უნივერსიტეტთან, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტებთან დადებული მომერანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას მხარეებს შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას და იურიდიული განათლების ხელშეწყობას.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა სასტუმრო Rooms Hotel Tbilis-ში. ასოციაციის წევრი ცნობილი ადვოკატები, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჟურნალისტებს ორკვირიან ტრენინგებს ჩაუტარებენ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებების შესახებ. ინფორმაციის მოპოვების თაობაზე სასამართლო დარბაზში და სასამართლოს დარბაზის გარეთ, საჯარო და კერძო პირების კრიტიკის ზღვარის, ჟურნალისტური ეთიკის
ბიზნეს ლანჩი „არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“
2014 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ „არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“ ბიზნეს-ლანჩი გამართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფირმების ასოციაციაში გაწევრიანებულმა ფირმებმა და ადვოკატებმა. მოხსენებით წარსდგნენ: ლაშა ნოდია - საქართველოს იურიდიული ფირმების
ბიზნეს ლანჩი
2014 წლის 5 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ბიზნეს-ლანჩი გამართა თემაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების აქტუალური საკითხების მიმოხილვა”.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა ერთობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში
2014 წლის 1 ივლისს, მოსამართლეთა ერთობის ოფისში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეთა ერთობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. შეხვედრა გაიმართა ადვოკატებსა და მოსამართლეებს შორის, სადაც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა, მოსამართლეთა ერთობის წევრმა მოსამართლეებმა, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა მიეძღვნა სამოქალაქო სამართლის კუთხით საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენას, მათ შორის საუბარი იყო ამხანაგობებისა
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ბიზნეს ლანჩი გამართა
27 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრებთან ბიზნეს ლანჩი გამართა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიები და კომპანიის ადვოკატები. შეხვედრის მთავრი თემაა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის (პრო-ბონო) დეკლარაციის გაფორება იყო. საქართველოში პირველად 20 იურიდიულ კომპანიას შორის გაფორმდა პრო-ბონო, რომლის ფარგლებშიც კომპანიები უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატებისთვის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის პრეზენტაცია შედგა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედინმა დამსწრე ადვოკატებს გააცნო პროგრამის შესახებ ინფრომაცია და განაცხადა, რომ პროგრამა ეხება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებას. კერძოდ, პროგრამის მეშვებით სასამართლოში მხარეებს, საჩივრის ავტორს ან მის ადვოკატს ელექტრონულად შეეძლება საქმის მასალების წარდგენა, ელექტრონულად ნახონ მინიჭებული საქმის ნომერი. ამასთან, მხარეები შეძლებენ ელექტრონულად ადევნონ