საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით
ბოლო დღეების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის უაღრესად კრიტიკული ვითარება, რომელიც შექმნილია სასამართლო სისტემაში. მოსამართლეობის კანდიდატთა ფორსირებული და არაგამჭვირვალე შერჩევა, შერჩეულ პირთა შორის მხოლოდ მოქმედი მოსამართლეების არსებობა, ზოგიერთ კანდიდატთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული პასუხგაუცემელი კითხვები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საიდუმლოებით მოცული გადადგომა, სასამართლოებში შექმნილი ვითარება საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებით, რომელიც
გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების კონკურსი
2018 წლის 24 დეკემბერს ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გამართა. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მყოფი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა სამი საუკეთესო სტატიის ავტორი: I - ნიკა პირველაშვილი; სტატია - „The liberalization of Drug Policy and the role of
სიფამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა
აქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის პროექტის „იურიდიული კლინიკების გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ შუღაროვამ და პროექტის ექსპერტმა, პროფესორმა ნინო ბოგვერაძემ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტებს საქართველოში არსებული იურიდიული კლინიკების კვლევის შედეგებთან ერთად სწავლების მეთოდოლოგია გააცნო და საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა ნინო
იურიდიული კლინიკა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
იურიდიული კლინიკა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
სიფა ბიზნეს რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი გახდა
2018 წლის 2 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ბიზნეს რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის („ბრიპა“) დამფუძნებელი წევრი გახდა. აღნიშნული ასოციაციის დაფუძნების იდეა ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმას უკავშირდება და მისი მიზანია გაადხდისუუნარობის რეფორმის მხარდაჭერა, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიის გაძლიერება და კრიზისში მყოფი ბიზნესის რეაბილიტაცია. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2016 წლიდან უჭერს მხარს გადახდისუუნარობის სფეროში დასაქმებული ადვოკატების
სიფამ ინსტიტუციური აკრედიტაცია განაახლა
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას 2015 წლიდან მინიჭებული აქვს ინსტიტუციური აკრედიტაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ. შედეგად სიფა-ს მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე დასწრება ადვოკატებს ეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების სავალდებულო მოთხოვნების ფარგლებში. აკრედიტაციას ვადა აქვს 3 წელი და მიმდინარე წლის სექტემბერში სიფამ ინსტიციური აკრედიტაციის ხელახალი მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. სიფამ აკრედიტაციის განაცხადდთან ერთად, საქართველოს
ტრენინგი იურდიული კლინიკების ზედამხედველი ადვოკატებისთვის
2018 წლის 5-6 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ იურიდიული კლინიკების ზედამხედველი ადვოკატებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგი ინგლისურენოვანი იყო და მას უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი კლინიკური სწავლების სფეროში, პროფ. რიჩარდ გარიმსი. პროფესორი ტრენინგის მონაწილეებს ესაუბრა იურიდიული კლინიკის სხვადასხვა ფორმისა და პრო ბონო სერვისის თავისებურებებზე. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით, ტრენინგის მონაწილეებმა საკუთარი თავი გამოსცადეს არა მხოლოდ ზედამხედველი ადვოკატების, არამედ, სტუდენტების,
მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება მტკიებულებათა მოპოვების, წარდგენისა და გამოკვლევის პროცესში
იხ: მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება მტკიებულებათა მოპოვების, წარდგენისა და გამოკვლევის პროცესში
სამართლებრივი სტატიების კონკურსის პრეზენტაცია
2018 წლის 29 ივნისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის ორგანიზებით, გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების სტუდენტური კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი გიორგაძე და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ შუღაროვა. პრეზენტაციაზე სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ. ასევე, სიტყვით მიმართეს მათ კონკურსის მხარდამჭერი იურიდიული ფირმების წარმომადგენლებმა