Author: ALFG

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG) ახორციელებს პროექტს „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით. 2016 წლის 14 ივნისს, შედგა გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. სამუშაო

2016 წლის  11-12 ივნისს ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA) და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (ALFG) ჩაატარა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თემაზე „ზოგადი ინფორმაცია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ“. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და ABA-ს წარმომადგენლები. ტრენინგზე ჟურნალისტები გაეცვნენ სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპებს

2016 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეებს შორის. შეხვედრაზე სიფა-მ მოსამართლეებს წარუდგინა კვლევის „დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობების შეფასება“ შუალედური შედეგები. კვლევაში ასახულიადაცვის

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მიერ დაფინანსებული „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის“ განხორციელება. პროექტი მოიცავს მთელი რიგ აქტივობებს, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრებს, გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის

2016 წლის 13-15 მაისს სასტუმრო „Crowne Plazza Borjomi”-ში შედგა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილელების საბოლოო რედაქციის შემუშავების მიზნით.  სამუშაო შეხვედრას სიფა-ს ადვოკატების გარდა ესწრებოდენ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ (UJG) „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“(GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის

2016 წლის 21 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის მიმართულების ადვოკატებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე სიფა-მ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს გააცნო კვლევის „დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობის

2016 წლის 12 აპრილს, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წარმოადგინა  ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში“  შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში,  სიფა-ს სისხლის სამართლის ადვოკატების მიერ მომზადდა კვლევა დაცვის მხარის

2016 წლის 25 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო “Holiday  Inn  Tbilisi”- ში გაიმართა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის საერთო კრება. ასოციაციის თავმჯდომარემ კრებაზე წარმოადგინა 2015 წლის წლიური ანგარიშისა და ასოციაციის პირველი ჟურნალის პრეზენტაცია. წლიური ანგარიში მოიცავდა სიფა-ს  მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებულ

2016 წლის, 17 მარტს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია.  კონკურსის შედეგად გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სამი გამარჯვებული.  გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი 600