„გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG) ახორციელებს პროექტს „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით. 2016 წლის 14 ივნისს, შედგა გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა გადახდისუუნარობის სისტემის მთავარ პრობლემებსა და ხარვეზებზე, გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის სტრატეგიაზე. პროექტის მიზანია,
ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
2016 წლის 11-12 ივნისს ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA) და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (ALFG) ჩაატარა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თემაზე „ზოგადი ინფორმაცია ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ“. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და ABA-ს წარმომადგენლები. ტრენინგზე ჟურნალისტები გაეცვნენ სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპებს და დებულებებს, ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს დანიშნულებასა და ფუნქციონირების წესებს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. მონაწილეებისთვის ჩატარდა
„დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობების შეფასება“
2016 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეებს შორის. შეხვედრაზე სიფა-მ მოსამართლეებს წარუდგინა კვლევის „დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობების შეფასება“ შუალედური შედეგები. კვლევაში ასახულიადაცვის მხარის შუამდგომლობათა შეფასების სტანდარტები თბილისის საქალაქო, სააპელაციო და აღმოსავლეთ საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში, აგრეთვე გაანალიზებულია ისეთი
„გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია“
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მიერ დაფინანსებული „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის“ განხორციელება. პროექტი მოიცავს მთელი რიგ აქტივობებს, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრებს, გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობას და საგანმანათლებლო კომპონენტს ტრენინგების სახით. პროექტის დასასრულს შემუშავებული ანგარიში წარედგინება ყველა დაინტერესებულ
სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილელების საბოლოო რედაქციის შემუშავების მიზნით
2016 წლის 13-15 მაისს სასტუმრო „Crowne Plazza Borjomi”-ში შედგა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილელების საბოლოო რედაქციის შემუშავების მიზნით. სამუშაო შეხვედრას სიფა-ს ადვოკატების გარდა ესწრებოდენ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ (UJG) „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“(GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) წარმომადგენლები. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს
„დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობის შეფასება“
2016 წლის 21 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის მიმართულების ადვოკატებს შორის. სამუშაო შეხვედრაზე სიფა-მ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს გააცნო კვლევის „დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობის შეფასება“ შუალედური შედეგები. შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები კვლევაში ასახულ
მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში
2016 წლის 12 აპრილს, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წარმოადგინა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში“ შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში, სიფა-ს სისხლის სამართლის ადვოკატების მიერ მომზადდა კვლევა დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობის შესახებ. კვლევაში ასახულია დაცვის მხარის შუამდგომლობათა შეფასების სტანდარტები სასამართლოში,
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ჟურნალი №1
იხ.: სიფას ჟურნალი N1
საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაციის საერთო კრება
2016 წლის 25 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო “Holiday Inn Tbilisi”- ში გაიმართა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის საერთო კრება. ასოციაციის თავმჯდომარემ კრებაზე წარმოადგინა 2015 წლის წლიური ანგარიშისა და ასოციაციის პირველი ჟურნალის პრეზენტაცია. წლიური ანგარიში მოიცავდა სიფა-ს მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს, მათ შორის: საგანმანათლებლო ღონისძიებები, ტრენინგები, ლანჩ შეხვედრები, სიფა-ს გამოცემები, საკანონმდებლო ცვლილებები, ადვოკატთა კლუბი, მიმდინარე
„ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის“
2016 წლის, 17 მარტს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია. კონკურსის შედეგად გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სამი გამარჯვებული. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი 600 აშშ, 400 აშშ და 200 აშშ დოლარის ოდენობით და გაივლიან სტაჟირებას სიფა-ს წევრ იურიდიულ კომპანიებში.