არქივი

2022 წლის 19 აპრილს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის განახლებულმა  შემადგენლობამ  სიფას ახალი თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩია. ასოციაციის თავმჯდომარის მხოლოდ ერთი კანდიდატი  დასახელდა -  იურიდიული ფირმა „ბიელსი“-ს პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა. სხდომაზე წარმოდგენილმა  გამგეობის წევრთა შემადგენლობამ  ერთხმად დაუჭირა მხარი ქეთევან ქვარცხავას კანდიდატურას და 4 წლის ვადით აირჩია ასოციაციის თავმჯდომარედ. ასოციაციის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ და გამგეობის წევრმა ქეთევან ქვარცხავამ

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური ენის  ცოდნა; ძირითადი მოვალეობები ასოციაციის წარმომადგენობითი და ხელმძღვანელობითი  უფლებამოსილების განხორცილება მესამე პირებთან ურთიერთობაში; პროექტების მოზიდვა და მართვა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ასოციაციის თავმჯდომარის დავალებით  გარკვეული ფუნქციების  შესრულება, მათ შორის, ასოციაციის მართვისა და კონტროლის ორგანოების მიერ მიღებული სხვადასხვა აქტებისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია, აღრიცხვა და აღსრულება. ასოციაციის წევრთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და

2022 წლის 2 აპრილს, სასტუმროში „შერატონი გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა)  რიგით მერვე საერთო კრება გამართა. საერთო კრება გახსნა და მის წარმართვას ხელმძღვანელობდა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან ქვარცხვა. კრების დასაწყისში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ მეტრეველმა წევრებს გააცნო  საქმიანობის ანგარიში, რომელშიც მოცული იყო სიფას 8 წლიანი (დაფუძნებიდან დღემდე) პერიოდის აქტივობები  სტატისტიკურ მონაცემებში გამოსახული

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ! 2022 წლის 2 აპრილს სასტუმროში „შერატონი გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ (მის: თელავის ქ. #20, თბილისი) გაიმართება საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის რიგით მე-8 საერთო კრება. რეგისტრაცია