Author: ALFG

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აგრძელებს სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსის შეხვედრებს. 2021 წლის 21 იანვარს შედგა სასწავლო კურსის რიგით მეორე, ონლაინ, შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა სამშენებლო სამართალთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამშენებლო სექტორის როლი ეკონომიკაში (სტატისტიკური მონაცემები); კანონმდებლობა (სივრცის

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია იწყებს სამშენებლო სამართლის ინტენსიურ, პრაქტიკულ, სასწავლო კურსს. 2020 წლის 10 დეკემბერს შედგა კურსის პირველი, საორიენტაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეები შეთანხმდნენ სასწავლო კურსის ტექნიკურ საკითხებზე და გაეცვნენ კურსის პროგრამას. სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დეტალურად გაეცნონ ქართულ სამშენებლო

2020 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), მისივე წევრებისთვის, ორგანიზება გაუწია მორიგ ტრენინგს, თემაზე: “საკორპორაციო ურთიერთობების საერთაშორისო კერძო და საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ასპექტები”. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: წყაროები და კვალიფიკაცია, დაფუძნების და ადგილსამყოფელი თეორია, საერთაშორისო

GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროეტზე. GIZ-ის ექსპერტების - გიორგი ჯუღელის, ნინო

2020 წლის  27 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ,  მისივე წევრებისთვის,  ორგანიზება გაუწია ონლაინ ტრენინგს, თემაზე:  “ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებების პრობლემური საკითხები, საქართველოს მაგალითზე”. ტრენინგს უძღვებოდა სიფას წევრი, იუაი საქართველოს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე. ტრენინგზე,   მონაწილეთა აქტიური ჩართულობით და

2020 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირების ასოციაციის ორგანიზებით, სიფას წევრებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენება საგადასახადო ორგანოს საქმიანობაში”. ტრენინგი ეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. (საქმე #ბს-854-846 (კ-16)) ტრენინგზე სიღრმისეულად იყო  განხილული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9

2020 წლის 12-13 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის ორგანიზება გაეწია ონლაინ ტრენინგს თემაზე: “რა არის მედიაცია”? ტრენინგზე მონაწილეებისთვის მიწოდებული და განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: თუ რა ტიპის დავებზეა მიზანშეწონილი მედიაციის გამოყენება, როგორ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კლიენტებს მედიაციის შესახებ?

7 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის გაიმართა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული კურსის მეოთხე, დასკვნითი ნაწილის სწავლება. მიუხედავად დაგეგმილი ცოცხალი ტრენინგისა, რომელიც სწავლებას უფრო ეფექტურსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგი გადატანილი იქნა ონლაინ რეჟიმში. პრაქტიკული

2020 წლის 5 ნოემბერს, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით და ორგანიზებით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის ჩატარდა ონლაინ - სემინარი თემაზე: “ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის პრობლემატიკა სისხლის სამართალწარმოებაში”. სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ და თემის აქტუალობას ხაზი

გრძელდება ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში, რომელიც ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად არის შექმნილი. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს მიმდინარეობდა კურსის მესამე ნაწილის სწავლება, რომელსაც უძღვნებოდა GIZ ტრენერი - ნანა ამისულაშვილი. სასწავლო კურსი