ტრენინგი თემაზე: “რა არის მედიაცია”?
2020 წლის 12-13 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის ორგანიზება გაეწია ონლაინ ტრენინგს თემაზე: “რა არის მედიაცია”? ტრენინგზე მონაწილეებისთვის მიწოდებული და განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: თუ რა ტიპის დავებზეა მიზანშეწონილი მედიაციის გამოყენება, როგორ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კლიენტებს მედიაციის შესახებ?
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული კურსი
7 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის გაიმართა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული კურსის მეოთხე, დასკვნითი ნაწილის სწავლება. მიუხედავად დაგეგმილი ცოცხალი ტრენინგისა, რომელიც სწავლებას უფრო ეფექტურსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგი გადატანილი იქნა ონლაინ რეჟიმში. პრაქტიკული
ონლაინ-სემინარი თემაზე: “ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის პრობლემატიკა სისხლის სამართალწარმოებაში”
2020 წლის 5 ნოემბერს, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით და ორგანიზებით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის ჩატარდა ონლაინ - სემინარი თემაზე: “ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის პრობლემატიკა სისხლის სამართალწარმოებაში”. სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ და თემის აქტუალობას ხაზი
ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში
გრძელდება ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში, რომელიც ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად არის შექმნილი. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს მიმდინარეობდა კურსის მესამე ნაწილის სწავლება, რომელსაც უძღვნებოდა GIZ ტრენერი - ნანა ამისულაშვილი. სასწავლო კურსი
ტრენინგების სერია გადახდისსსუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში
გრძელდება ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში. 24-25 ოქტომბერს მიმდინარეობდა კურსის მეორე ნაწილის სწავლება, რომელსაც უძღვნებოდა GIZ ტრენერი - გიგა ბათლიძე . ტრენინგის მოდული ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის
ტრენინგი გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, GIZ -ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ადვოკატთა პირველი ნაკადისთვის დაიწყო ტრენინგი გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში (ნაწილი I). ტრენინგის მოდული ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს
სამუშაო შეხვედრა სიფას წევრების მონაწილეობით
2020 წლის 23 იანვარს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), წევრებისთვის ორგანიზება გაუწია სამუშაო შეხვედრას. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: - ახლად მიღებული კანონი “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” - ნომინალური მფლობელობის ანგარიშების გახსნა ადვოკატების/საადვოკატო ბიუროების მიერ - ფულის გათეთრების და ტერორიზმის
კვლევის პრეზენტაცია – “საკუთრების უფლების დაცვის გარანტიები სისხლის სამართლის პროცესში”
2019 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), სასტუმრო “რუმსი თბილისი”-ში, გამართა კვლევის პრეზენტაცია - “საკუთრების უფლების დაცვის გარანტიები სისხლის სამართლის პროცესში”. კვლევა განხორციელდა სიფას სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისხლის სამართლის
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სიფას მონაწილეობით
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მონაწილეობით, 2019 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა. საკითხები, რომელიც განხიხილეს სხდომის ფარგლებში, შეთავაზებული იქნა საქართველოს იურიდიული
ტრენინგი “არასრულწლოვან ბავშვებთან დაკავშირებული სასამართლო დავების პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზები”
2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ორგანიზებით, მისი წევრი ადვოკატებისთვის, ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: “არასრულწლოვან ბავშვებთან დაკავშირებული სასამართლო დავების პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზები”. ტრენინგებს უძღვებოდნენ: მოწვეული ექსპერტი, APR გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფსიქოლოგი თამარ