შპს “ბირკაია კვანტალიანი”

მისამართი: კ. ხეთაგუროვის ქ. 36, თბილისი

ტელ: +995 790 290272

ელ-ფოსტა: info@bklaw.ge

იურიდიული კომპანია “ბირკაია და კვანტალიანი” დაფუძნებულ იქნა 2005 წელს ქართველი იურისტების – ლაშა ბირკაიას და კობა კვანტალიანის მიერ. “ბირკაია და კვანტალიანი” კლიენტებს სთავაზობს იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს.

გამოცდილი იურისტების მეშვეობით, კომპანია “ბირკაია და კვანტალიანი” კლიენტებს უწევს იურიდიულ დახმარებას, რომელიც მოიცავს იურიდიული დისციპლინების ფართო დიაპაზონს. კომპანია ფოკუსირდება რთულ და კომპლექსურ საქმეებზე და კლიენტებს აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში შემავალ საკითხებზე.

კომპანია საქართველოში აწარმოებს რამოდენიმე მოცულობით და რთულ საქმეს და თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან. კომპანიის მიზანს წარმოადგენს კლიენტებისათვის საუკეთესო იურიდიული სერვისის მიწოდება საქართველოში.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ შეიძინა სოლიდური გამოცდილება წამყვან საეთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით(როგორებიცაა Debevoise & Plimpton LLP, Hogan Lovells, Signature Litigation LLP და სხვ.).

კომპანია “ბირკაია და კვანტალიანი” დაკომპლექტებულია იურისტებით, რომლებიც კლიენტებს უწევენ უმაღლესი დონის კონსულტაციებს. სწორედ ასეთი მაღალკვალიფიციური კონსულტაციებისა და სტრატეგიული მიდგომის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში მიიღწევა კლიენტთა ინტერესების შესაბამისად პრობლემების ეფექტური მოგვარება