ტრენინგი “ქონების გადასახადის სამართლებრივი ბუნება და ადმინისტრირება”
2019 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) , მისი წევრი ადვოკატებისთვის, ორგანიზება გაუწია ტრენინგს, თემაზე: "ქონების გადასახადის სამართლებრივი ბუნება და ადმინისტრირება". ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქონების გადასახადით დაბეგვის სუბიექტები და ქონება, რომელზედაც ვიხდით გადასახადს; სტრუქტურული სხვაობა გადასახდის გადამხდელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ქონების გადასახადით დაბეგვრისას; ქონების გადასახადის გადახდის პრინციპი -
ტრენინგი “საკუთრების უფლება სისხლის სამართლის პროცესში”
2019 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: „საკუთრების უფლება სისხლის სამართლის პროცესში“. ტრენინგს უძღვებოდნენ სიფას წევრები, იურიდიული ფირმა VBAT-ის პარტნიორი დავით კვაჭანტირაძე, VBAT-ის უფროსი იურისტი თინათინ ცხვედიანი და სიფას სისხლის სამართლის ჯგუფის წევრი ალექსანდრე ნოსელიძე. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა პრეცედენტული სამართალი და ქართული კანონმდებლობა სისხლის
სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სისხლის სამართლის ადვოკატებთან
2019 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) გამართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სიფას სისხლის სამართლის ადვოკატებთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა მითითებულ აუდიტორიასთან, სიფას მიერ მომზადებული კვლევის - “საკუთრების უფლება და სისხლის სამართლის პროცესი” - პირველადი ვერსიის მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარება და მათი მოსაზრებების მოსმენა, კვლევაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. სიფას მკვლევართა ჯგუფი კვლავ აგრძელებს სამუშაო
სამუშაო შეხვედრა კომერციულ დავებთან დაკავშირებით
EU4Justice -სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით, 2019 წლის 24 სექტემბერს , საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენლებთან, მოეწყო სამუშაო შეხვედრა, კომერციული სამართლის საკითხებზე. შეხვედრას მოწვეული ექსპერტი, ავსტრიის ყოფილი მოსამართლე, ბატონი კარლ პუსკალერი უძღვებოდა. შეხვედრის მიზანს ადვოკატების მხრიდან კომერციული დავების მიმართულებით არსებული პრაქტიკის განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის 10 წარმომადგენელი.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა), რომელიც აერთიანებს ქვეყნის წამყვან 25 იურიდიულ ფირმას და 200-მდე ადვოკატს, ეხმიანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კონკურსის საფუძველზე, შერჩეულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა, სანდოობა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნება უმნიშვნელოვანესია არა მარტო მართლმსაჯულების სისტემის გამართულად მუშაობისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსა და მისი მომავალი
ლანჩ-მითინგი მიწის საკუთრებასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
2019 წლის 17 ივნისს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წევრთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi გამართა ლანჩ-მითინგი მიწის საკუთრებასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრაზე სადისკუსიოდ გამოტანილი იყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” ორგანული კანონის პროექტი და ახლად მიღებული ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”. მონაწილეები გაეცვნენ იმ ძირითად პრინციპებს და სამართლებრივ რეგულაციებს, რომელსაც წარმოდგენილი კანონმდებლობა
სიფას წევრი ადვოკატების შეხვედრა “სასამართლოებში კომერციული სპეციალიზაციის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით”
2019 წლის 24 აპრილს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი ადვოკატების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა/დისკუსია თემაზე: “თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში კომერციული სპეციალიზაციის შექმნის შედეგად სიფას წევრი ადვოკატების საქმის წარმოების გამოცდილება”. წევრებმა ისაუბრეს პრობლემებსა და მათ პრაქტიკულ გამოცდილებაზე წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით და დასახეს სამომავლო ნაბიჯები/ღონისძიებები პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდა 18 ადვოკატი .
ტრენინგი კერძო სამართლის ადვოკატებისთვის
2019 წლის 13-14 აპრილს, კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში”, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ორგანიზებით, მისი წევრი, კერო სამართლის ადვოკატებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები და მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი”. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ სიფას წევრი იურიდიული ფირმების 27 ადვოკატი. ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე ქ-ნ მზია თოდუა
შეხვედრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ასოცირებულ წევრებთან
2019 წლის 8 აპრილს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ - ზვიად კორძაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ მეტრეველმა შეხვედრა გამართეს სიფას იმ ასოცირებულ წევრებთან, რომლებიც დასაქმებული/გაერთიანებული არ არიან ასოციაციის წევრ იურიდიულ ფირმებში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ასოციაციის წევრებისათვის ახალი აღმასრულებელი დირექტორის წარდგენა და ასოცირებული წევრების მოსაზრებების მოსმენა სიფას საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა სისხლის სამართლის